06:49 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-04 16:26:29, 649 ნახვა

პოლიტიკა
პავილიონისი - საქართველო ევროინტეგრაციის მხრივ ლიდერი იყო, დღეს კი ჩამორჩება, ვშიშობთ, რომ საერთოდ გამოეთიშება რბოლას

ჩემი აზრით, ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ მთავრობამ გადადგა, იყო მიმართული ევროკავშირის წევრობის პერსპექტივისთვის ძირის გამოსათხრელად, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველო ევროინტეგრაციის მხრივ ლიდერი იყო, დღეს კი ჩამორჩება და შესაძლოა, "საერთოდ გამოეთიშოს რბოლას".

"ეს მხოლოდ ახლა არ მომხდარა. ჩემი აზრით, ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ მთავრობამ გადადგა იყო მიმართული ევროკავშირის წევრობის პერსპექტივისთვის ძირის გამოსათხრელად.

ლიეტუვაში მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნება იქცევა, როგორც გვიანდელი იანუკოვიჩი, როდესაც ცდილობს დასავლეთს დააბრალოს ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება, რომ ჩვენ დაგვბრალდეს, თითქოს საქართველოს ხელი ვკარით და ქვეყანა სრული სვლით წავიდეს რუსეთისკენ და ჩინეთისკენ. საქართველო ლიდერი იყო ევროინტეგრაციის მხრივ, დღეს კი ჩამორჩა და ვშიშობთ, რომ საერთოდ გამოეთიშება რბოლას. 

ჩვენ ევროკავშირში რთული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ, მივანიჭოთ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ვიცით, რომ ქართველი ხალხი ჩვენს გვერდით დგას და ქართველი მეომრებიც თავს სწირავენ უკრაინელების მხარდამხარ. ამიტომ, გული გვტკივა, რადგან გვინდა, რომ ეს სტატუსი მივცეთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა ამ მთავრობას, რომელიც მას არ იმსახურებს. 

იგივე ხდება ნატოსთან დაკავშირებითაც. საქართველო იყო უპირველესი კანდიდატი და ახლა მას უკრაინამ გადაასწრო. უკრაინა ერთ ნაბიჯში დგას ნატოს წევრობიდან და მხოლოდ მოწვევა დარჩა. ჩვენ სწორედ ამისთვის ვიბრძვით და როდესაც უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, საქართველოს პერსპექტივებიც გაიზრდება, თუმცა ეს მოხდება არა საქართველოს ამ მთავრობის, არამედ იმ მეომრების დამსახურებით, რომლებიც სისხლს ღვრიან უკრაინაში", - განაცხადა პავილიონისმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics