07:25 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-04 15:29:30, 811 ნახვა

პოლიტიკა
კრამონი - პრეზიდენტის იმპიჩმენტის წამოწყება არის მცდელობა, საზოგადოების ყურადღება გადატანილ იქნას რეალური პრობლემებიდან

პრეზიდენტის იმპიჩმენტის წამოწყება ახლა არის მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღება გადატანილ იქნას რეალური პრობლემებიდან სხვა რამეზე,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

კრამონის თქმით, ბიძინა ივანიშვილი "კულისებიდან მართავს მმართველ პარტიას და სახელმწიფო ინსტიტუტებს".

"პრეზიდენტის იმპიჩმენტის წამოწყება ახლა არის მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღება გადატანილ იქნას რეალური პრობლემებიდან სხვა რამეზე. პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ გამართოს შეხვედრები ქართველი ხალხის სახელით და მოახდინოს საქართველოს ევროინტეგრაციის ლობირება დასავლეთში. ასე რომ, მე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა მოხდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი. 

ბიძინა ივანიშვილი არ არის ხალხის მიერ არჩეული ფიგურა, ის კულისებიდან მართავს მმართველ პარტიას და სახელმწიფო ინსტიტუტებს და ეს ძალიან ცუდია ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეს არის ერთი მდიდარი ადამიანი, რომელსაც არა აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია, მაგრამ ფულისა და გავლენების წყალობით აკონტროლებს უწყებებს, ეს კი ვერ დაეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციას. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველო მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და მე ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტში იქნება ძალიან აქტიური დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა",- განაცხადა კრამონმა.

ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics