|
2023-09-04 08:39:59, 911 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეცვლა გადავწყვიტე
გადავწყვიტე უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეცვლა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას რუსტემ უმეროვი დაიკავებს. "ამ კვირაში პარლამენტს მიმართავენ, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილება. მინდა, აღვნიშნო, რომ გადავწყვიტე, შევცვალო უკრაინის თავდაცვის მინისტრი. ალექსეი რეზნიკოვმა სრულფასოვანი 550 დღე გაიარა, მასშტაბური ომი. მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთობის სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე მთლიანად საზოგადოებასთან. ახლა სამინისტროს რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. უკრაინის უმაღლესი რადა კარგად იცნობს მას, ბატონ უმეროვს მეტი შესავალი არ სჭირდება. ველი, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს მის კანდიდატურას. შემოდგომა - გაძლიერების დროა“,- განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)