07:41 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-02 15:40:43, 1125 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე იმპიჩმენტზე - შედეგი არ მოჰყვება, რადგან ოპონენტები გადაეფარნენ ადამიანს, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია

გააზრებული გვაქვს, რომ იმპიჩმენტის პროცედურას შედეგი არ მოჰყვება, რადგან ვნახეთ ოპონენტების რეაქციები, როგორ გადაეფარნენ ადამიანს, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის მიერ კონსიტუტიის დარღვევის ფაქტის ურეაქციოდ დატოვება არ შეიალება.

„მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი უხეშად არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, გულწრფელად შეგვიძლია, ვთქვათ, ორდღიანი ფიქრის, პოლიტსაბჭოს ფორმატში მსჯელობის შემდეგ, საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ ეს ამბავი რეაქციის გარეშე არ დაგვეტოვებინა. ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, რომ უდიდესი ალბათობით, ამას შედეგი არ მოჰყვება, რადგან უკვე ვნახეთ ჩვენი ოპონენტების რეაქციები, როგორ გადაეფარნენ ადამიანს, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია. გახდნენ კონსტიტუციის დარღვევაში მისი თანამონაწილეები, მაგრამ ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება რეაქციის გარეშე დატოვება პრეზიდენტის, პერსონის მიერ კონსტიტუციის დარღვევის, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის მთავარი გარანტი. ეს რეაქცია არის ჩვენ მიერ იმპიჩმენტის საკითხზე მსჯელობა, შემდეგ იმპიჩმენტის საკითხის აღძვრა. 50 ხელმოწერა ჯერ მზად არ არის, ორშაბათს გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც 50-ზე გაცილებით მეტი ხელმოწერა იქნება. სამწუხაროა, რომ ისტორიას შემორჩება ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 1-ელ სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics