|
2023-09-02 13:12:14, 2259 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი - რუსეთს არ აქვს შანსი, სამხედრო გზით დაგვამარცხოს
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთს არ აქვს შანსი, სამხედრო გზით დაგვამარცხოს,- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. დანილოვის თქმით, უკრაინა მთელ ტერიტორიას გაანთავისუფლებს. "დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ ერთი, რუსეთს არ აქვს შანსი, სამხედრო გზით დაგვამარცხოს და მეორეც, გამარჯვება ჩვენი იქნება. მესამე, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მთელ ტერიტორიას. ერთადერთი საკითხია დრო. ეს ასევე დამოკიდებულია იარაღის მოწოდებაზე პარტნიორებისგან",- განაცხადა დანილოვმა. მისივე თქმით, რუსეთი ახლა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და მის ერთადერთ მიზანს უკრაინის შიდა დესტაბილიზაცია წარმოადგენს. "რუსები ვერ შეასრულებენ თავიანთ ამოცანებს, რომლებიც 24 თებერვლამდე დასახეს და ამიტომ შიდა დესტაბილიზაციის გზით ცდილობენ ამ საკითხების მოგვარებას",- დასძინა დანილოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)