|
2023-09-01 15:53:35, 878 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - პარტია „საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს
პარტია „საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც გახარია აღნიშნავს, იმპიჩმენტის პროცედურა არის გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. "ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცედურა, ქართული საზოგადოებისთვის ნიშნავს რამოდენიმე რამეს. ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი ფაქტობრივად საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს გახლავთ მიზანმიმართული ნაბიჯი ქვეყანაში რადიკალიზაციის, დაპირისპირების, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, რაც ქართულ სახელმწიფოს, საზოგადოებას სტაბილურობის სერიოზულ პრობლემას უქმნის. სწორედ ამიტომ, პარტია „საქართველოსთვის“ იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს. გარდა ამისა, მინდა თხოვნით მივმართო ბევრ ღირსეულ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა „ოცნებაში“, მინდა, მათ ვკითხო, როგორც ფიქრობთ 2012 წელს გამარჯვების შემდგომ, რატომ არავის არ მოსვლის აზრად სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება და დღეს რატომ აყენებს ვიღაც, საქართველოს იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომლის არჩევაშიც თქვენც და მეც დიდი წვლილი გვაქვს მიღებული“, - განაცხადა გახარიამ. ცნობისთვის, 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში. ამასთან ერთად, როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)