01:17 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-01 13:55:26, 1401 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე 3 000-ზე მეტი საქმე აღძრა

უკრაინამ რუსეთის მიერ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის 3 200-ზე მეტი საქმე აღძრა,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის ბავშვთა ინტერესების დაცვის და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იულია უსენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდებები მოიცავს მკვლელობას, დასახიჩრებას, ბავშვების გატაცებას, იძულებით გადაადგილებას, დეპორტაციას და სექსუალურ ძალადობას ბავშვების მიმართ", რომლებიც "ხშირად შერწყმულია წამებასთან და თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან".

მისივე თქმით, პროკურორებმა უკვე დოკუმენტალურად 75 ბავშვი აღრიცხეს, რომლებმაც რუსული ძალების მიერ სხვადასხვა სახის წამება განიცადეს.

აღსანიშნავია, რომ სავარაუდო წამების 69 შემხვევა უკრაინის ჩრდილოეთ ჩერნიგოვის რეგიონის სოფელ იაჰიდნეში აღირიცხა. წამების ცალკეული შემთხვევები ასევე დაფიქსირდა სამხრეთ ხერსონისა და ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც ბავშვებს "ართმევდნენ თავისუფლებას და ფიზიკურად აწამებდნენ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics