|
2023-08-31 17:37:04, 1310 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი - მცდარია ინფორმაცია, რომ ომის დროს 70 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
მცდარია ინფორმაცია, რომ ომის დროს 70 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინული მხარე ყოველდღიურად აკვირდება ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ავრცელებენ ჟურნალისტები დეზინფორმაციას უკრაინის დანაკარგების შესახებ. "დასავლელი ჟურნალისტების მონაცემები იმის შესახებ, რომ სრულმასშტაბიანი ომის დროს 70 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი ჯარი სულაც არ არის ამხელა, რომ 70 000 სამხედროს დანაკარგზე ვისაუბროთ. 2022 წლის 24 თებერვლიდან ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს ჩვენს ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა პროცესს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ავრცელებენ ჟურნალისტები ასეთ დეზინფორმაციას ჩვენი დანაკარგების შესახებ", - განაცხადა დანილოვმა. ცნობისთვის, 29 აგვისტოს ბრიტანულმა გამოცემა BBC-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომის ფარგლებში 70 ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 120 ათასი კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)