2023-08-30 18:15:54, 710 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, შავი ზღვის პირად მდებარე ქალაქ გელენჯიკთან 118 ჰექტარის ტერიტორია იწვის
რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, შავი ზღვის პირად მდებარე ქალაქ გელენჯიკთან 118 ჰექტარის ტერიტორია იწვის.
როგორც ქალაქის მერი, ალექსეი ბოგოდისტოვი აცხადებს, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 441 პირი მონაწილეობს, ამასთან ერთად სამუშაოებში ჩართულია 80 სახანძრო მანქანა, თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვას ხელისუფლება სპეციალური ეკიპირებისა და აღჭურვილობის მქონე მოქალაქეებსაც სთხოვს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,