|
2023-08-30 11:10:04, 599 ნახვა
საზოგადოება
თამბაქოს კონტროლის ცენტრი - მოწევის რეგულაციას დამრღვევთა შორის კვლავ არიან ცნობილი სახეები და ექიმები
თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების ყოველთვიური მონიტორინგის ფარგლებში, სამწუხაროდ, კვლავაც გამოიკვეთა დარღვევები, როგორც მოწევის რეგულაციების, ისე, თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის რეგულაციების მხრივ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, სამწუხაროა, რომ დრო და დრო მოწევის რეგულაციის დამრღვევთა შორის ცნობილი პიროვნებები, ან სამედიცინო სფეროს მუშაკები არიან, ის ხალხი, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპაგანდას უნდა ეწეოდნენ. ტელეწამყვანი ია ფარულავა ტელეკომპანია „ფორმულას“ სტუდიაში ელ-სიგარეტს ეწეოდა. „ქ. ქუთაისში, ჯავახიშვილის ქ. 3-ში მდებარე მეორე პოლიკლინიკაში კი დახურულ სივრცეში ექიმი მოიხმარდა თამბაქოს ნაწარმს. მოწევის რეგულაციის დარღვევები, კერძოდ, სიგარეტის და ჩილიმის მოწევის ფაქტები დაფიქსირდა თბილისში და რეგიონებში მდებარე რამდენიმე კაფე-რესტორანში. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის დროს, ერთხელ უკვე გაფრთხილებული, ან დაჯარიმებული ორგანიზაციები განმეორებით მოწმდებიან. ამიტომაც მოწევის აკრძალვის რეგულაციის მონიტორინგის მიზნით, მხოლოდ თბილისში განმეორებით შემოწმდა 29 დაწესებულება. განმეორებით დარღვევები არ დაფიქსირებულა. თუმცა, ივლისის თვის განმავლობაში, 112-ზე მობილური აპლიკაციით ინფორმაცია შევიდა მოწევის რეგულაციის სხვა დამრღვევებზე, რომელთა გამო ე.წ. სამასპინძლო ბიზნესის წარმომადგენლები დაჯარიმდნენ. გარდაბანში, აღმაშენებლის ქ. 6-ში მდებარე ტოტალიზატორში „კრისტალბეთი“ დახურულ სივრცეში ეწეოდნენ სიგარეტს, განთავსებული იყო საფერფლეები. რაც შეეხება თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის რეგულაციას, მონიტორინგის შედეგად, შემოწმებული სავაჭრო ობიექტების უმრავლესობაში ჩვეულებრივი სიგარეტი დაფარულადაა განთავსებული, თუმცა თამბაქოს ახალი პროდუქტები (ელექტრონული სიგარეტი, გასახურებელი თამბაქო) ხშირად ტკბილეულთან, საბავშვო და სხვა სახის პროდუქტებთან ერთად იყიდება, საერთო დახლზე ან სტენდზე, ან სალაროსთან, რაც მოზარდების ყურადღებას იპყრობს. შემოწმებული სავაჭრო ობიექტების 3,6%-ში შიდა სივრცეში თამბაქოს რეკლამების შემთხვევები დაფიქსირდა. რეკლამების დაახლოებით 82% თამბაქოს კლასიკური ნაწარმის, ჩვეულებრივი სიგარეტის რეკლამაზე მოდის, დანარჩენი კი თამბაქოს ახალი პროდუქტებზე. ჩვეულებრივი სიგარეტის რეკლამა ძირითადად წარმოდგენილია თამბაქოს სტენდებზე დაკრული QR-კოდის სტიკერის სახით, რომლის დასკანერების შემთხვევაში ზოგჯერ თამბაქოს პროდუქტების ჩამონათვალი იხსნება, ზოგჯერ კი აჩვენებს გადახაზულ ასაკობრივ შეზღუდვას. მონიტორინგის ფარგლებში, 20 ივლისს, სამუშაო შეხვედრა გაიმართა სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების საკითხები, კონკრეტულად სამასპინძლო სექტორში (სასტუმროები, კაფე-რექტორნები) არსებული მდგომარეობა, სექტორში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების მხრივ არსებული გამოწვევები (ამკრძალავი ნიშნების არარსებობა, თამბაქოს ახალი პროდუქტების მოხმარების ფაქტების გახშირება და სხვა). ტურიზმის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა თხოვნა და 28 ივლისს, მის ბაზაში არსებულ სამასპინძლო სექტორის წარმომადგენლებს შორის გაავრცელა ჩვენს მიერ მომზადებული ინფორმაცია, რომელიც ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ შეახსენებს თამბაქოს კონტროლის კანონით აღსასრულებელ რეგულაციებს. თამბაქოს კონტროლის კანონი საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას ემსახურება და შესაბამისად, გთხოვთ გამოიჩინოთ ელემენტარული ყუარდღება და მიუთითოთ საზოგადოებრივი კვების ობიექტის, სამედიცინო, საგანმანათლებლო, სახელმწიფო, კერძო თუ ნებისმიერი სხვა სახის დაწესებულებების წარმოამდგენელს ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლს, თუკი თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის (მათ შორის ელ. სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს) მოწევა იკრძალება, მაგრამ მოწევის ფაქტს, ნამწვს, ფერფლს ან საფერფლეს წააწყდებით. შეგიძლიათ დარეკოთ 112 - ზე, ან მობილური აპლიკაციით შეატყობინოთ რეგულაციის დარღვევის შესახებ და საპატრულო პოლიციელი დაუყოვნებლივ მოახდენს რეაგირებას. ერთად დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)