2023-08-29 21:11:37, 1048 ნახვა
მსოფლიო
ევგენი პრიგოჟინი სანქტ-პეტერბურგში, პოროხოვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალეს
სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი სანქტ-პეტერბურგში, პოროხოვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალეს. ამის შესახებ განცხადებას ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკრძალვა დახურულ ფორმატში იყო.
"ევგენი ვიქტოროვიჩთან დამშვიდობება დახურულ ფორმატში შედგა. დამშვიდობების მსურველებს შეუძლიათ პოროხოვსკოეს სასაფლაო მოინახულონ", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,