00:22 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-29 16:17:28, 808 ნახვა

საზოგადოება
მცხეთის რწმუნებული - შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია

შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ, სადაც ორი დღის წინ კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია, - ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ნოზაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის შეზღუდვა დაწესებულია მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც უშუალოდ მიმდინარეობდა სამუშაოები,

დავით ნოზაზე ასევე აღნიშნავს, რომ გეოლოგების დასკვნა დაახლოებით ორ დღეში იქნება ცნობილი.

"გეოლოგების მიერ გაცემული იყო პირველადი რეკომენდაციები. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია სამუშაოები, ტექნიკამ დაასრულა მუშაობა, გატანილია ჩამოტანილი ნაშალი კლდის მასა. რაიმე საფრთხე არ არსებობს. კონკრეტულ რეკომენდაციებს წერილობით მოგვაწვდიან გეოლოგიის სპეციალისტები. შეზღუდვა რჩება ტერიტორიის მხოლოდ ერთ ნაწილზე, სადაც უშუალოდ სამუშაოები მიმდინარეობდა. დაველოდებით გეოლოგების დასკვნას და მათი რეკომენდაციების შესაბამისად განვახორციელებთ სამუშაოებს, თუ რამე მითითებას მოგვცემენ", - განაცხადა დავით ნოზაძემ.

ცნობისთვის, 27 აგვისტოს შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიასთან კლდის ნაწილი ჩამოიშალა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics