|
2023-08-29 13:13:13, 1369 ნახვა
ომი უკრაინაში
გაერო - რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 9 511 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 9 511 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა,-აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) ავრცელებს. მათი ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 2023 წლის 27 აგვისტომდე უკრაინაში 17 206 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. "2023 წლის 1-დან 27 აგვისტომდე, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის (OHCHR) ოფისმა დააფიქსირა 585 მშვიდობიანი მოქალაქე დაღუპული უკრაინაში: დაიღუპა 108 (65 მამაკაცი, 34 ქალი, 3 გოგონა, 2 ბიჭი, ასევე 4 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერ უცნობია) და დაშავდა 477 (196 მამაკაცი, 148 ქალი, 9 ბიჭი, 7 გოგონა, ასევე 3 ბავშვი და 114 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერ უცნობია).",- აღნიშნულია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის ოფისის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ დადასტურებულ ინფორმაციას და დაღუპულთა და დაშავებულთა რეალური რიცხვები შეიძლება ბევრად მეტი იყოს, ვიდრე ოფიციალურადაა დადასტურებული.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)