|
2023-08-25 17:56:07, 870 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობა ღრმავდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დელეგაციას აკადემიკოს მ. მირზაევის სახელობის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ულუგბეკ აბდუგანიევი ხელმძღვანელობდა. „მისასალმებელია, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობა ღრმავდება, რაც ბიძგს მისცემს მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდეს ურთიერთობები. ჩვენ შევძლებთ ერთმანეთს გავუზიაროთ აგრარული დარგის სხვადასხვა მიმართულებით არსებული წარმატებული გამოცდილება, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო და ეფექტიანი იქნება“, - აღნიშნა იური ნოზაძემ. როგორც უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ულუგბეკ აბდუგანიევმა შეხვედრაზე აღნიშნა, ბოლო წლებში, უზბეკეთში აქტიურად ვითარდება მევენახეობა- მეღვინეობის დარგი; უზბეკური მხარისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის მევენახეობა-მეღვინეობის, მეაბრეშუმეობის და მეჩაიეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაცია სამუშაო შეხვედრებს გამართავს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმება საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის (17-18 ივლისი) ფარგლებში შედგა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)