03:59 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-25 17:19:59, 687 ნახვა

საზოგადოება
ნასარიძე - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში აღრიცხულია დაახლოებით 44 000 ჰა-ზე მეტი ფართობი თხილის ბაღები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ, თხილის მწარმოებელთა ხელშემწყობი  სახელმწიფო პროექტის შედეგებზე ისაუბრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში აღრიცხულია დაახლოებით 44 000 ჰა-ზე მეტი ფართობი თხილის ბაღები. სახელმწიფოს მხრიდან ფერმერებმა 20 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დახმარება მიიღეს. აგროვადების დაცვით მოვლილ ბაღებში გაზრდილია მოსავლის რაოდენობა და მაღალია ხარისხი.

„ჩვენი ქვეყნისთვის თხილი ერთ-ერთი პრიორიტეტული კულტურაა. შესაბამისად, უშუალოდ ამ მიმართულებით, ფერმერების დასახმარებლად არაერთი მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია სახელმწიფო პროგრამა, რომელიც შარშან დაიწყო და რომლის ფარგლებში, ყველა ფერმერს, ვისაც სამ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე აქვს გაშენებული თხილის კულტურა, ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით, მიზნობრივად გაეწია დახმარება 500 ლარის ოდენობით. ამ თანხით, სპეციალიზებულ მაღაზიებში, ფერმერებს შეეძლოთ თხილის მოყვანისა და მოვლისთვის შესაბამისი საშუალებების შეძენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თანადგომა იყო სახელმწოფოს მხრიდან. ეს თანხა სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ სწორად და ეფექტიანად წარიმართოს თხილის კულტურის მოვლა. თხილი, ისევე როგორც სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, საჭიროებს მოვლის სწორ ღონისძიებებს, რათა მივიღოთ მოსავლის სათანადო ხარისხი და შესაბამისი პროდუქტიულობა. შედეგები უკვე აშკარაა - წლევანდელი მოსავალი გამოირჩევა ხარისხით და პროდუქტიულობით, ამას დავინახავთ ყველა. ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან უშუალოდ თხილის მწარმოებელ ფერმერებზე გაწეულმა დახმარებამ შედეგი გამოიღო. ამ მხარდაჭერის გათვალისწინებით, ძალიან კარგ მოსავალს ველოდებით“, - აღნიშნა ნასარიძემ.

მისივე თქმით, გარკვეული ტიპის სპეკულაციებზე აყოლა უადგილოა.

„ნებისმიერი თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ახალი არ არის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ გარკვეული ტიპის სპეკულაციებზე აყოლა უადგილოა. ჩვენ გვაქვს წარმატებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც უპრეცედენტო დახმარება გაეწია მეთხილეობის დარგს.  ფერმერებს საშუალება ჰქონდათ, შეეძინათ შესაბამისი საშუალებები თხილის მოვლისა და მოყვანისთვის, რაც მათმა უმეტესობამ  გამოიყენა და მიიღო მეტი მოსავალი, ვიდრე წინა წლებში. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, ხარისხიან თხილის რეალიზების პრობლემა არ არსებობს“, - განაცხადა ნასარიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics