|
2023-08-25 14:33:11, 680 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - საქართველოს EU-სკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრის მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს
სამწუხაროდ, მივიჩნევ, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. დეგნანის თქმით, ფოკუსი სამუშაოების შესრულებაზე უნდა იყოს მიმართული. "ფოკუსი უნდა იყოს სამუშაოს შესრულებაზე. არის საგზაო რუკა გაწერილი, კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი. თუ მთავრობის და პოლიტიკის შემქმნელები ამ საგზაო რუკას გაჰყვებიან, რაც მათ მიეცათ და ინკლუზიურ პროცესს გაჰყვებიან, ეს დაადასტურებდა იმ ერთგულებას, რომელსაც კრიტიკული ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა, რომ შემდეგ გადავიდნენ სულ მცირე შემდეგ ნაბიჯზე ევროკავშირის წევრობისა. ეს პოლიტიკურ სიმამაცესაც ითხოვს ამ რთული სამუშაოების შესასრულებლად, რეფორმები რთულია და ეს ყველამ იცის. სამწუხაროდ, ვთვლი, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე. ქართველები შეჩვეული არიან ამ პრორუსულ დეზინფორმაციის კამპანიას, მომსწრენი ყოფილან ადრეც. ფაქტობრივად, შეტევა ხორციელდებოდა მრავალი წლის განმავლობაში, თუ არა ათწლეულობის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველებისთვის ჭეშმარიტება ხელმისაწვდომია, მედია ამას ხელს უწყობს და საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ. არ შევხვედრილვარ ადამიანებს, ვინც ჩემზე კომენტარს აკეთებს და ამას ნამდვილად ვერ მივიღებ პირადულად, თუმცა მივიჩნევ რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ვინც ცდილობენ, დააბნიონ ქართველები, გაყონ ეს საზოგადოება ან შეინარჩუნონ ეს გაყოფა და პოლარიზაცია ეს ადამიები გვერდით უნდა გავწიოთ. საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ და არ ვთვლი, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს სიმართლის. იმედი მაქვს, მედია გააგრძელებს საზოგადოებისთვის დაბალანსებული, ზუსტი ინფორმაციისა და ანგარიშისა და ცნობების მიწოდებას,ეს ძალზედ მნიშვნელოვანი როლია დემოკრატიისთვის",- განაცხადა დეგნანმა.
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)