2023-08-25 12:08:46, 771 ნახვა
მსოფლიო
AP - აშშ-ის დაზვერვის ცნობით, პრიგოჟინის თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდეს
აშშ-ის დაზვერვის წინასწარი შეფასებით, ავიაკატასტროფა, რომელსაც რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ემსხვერპლა, განზრახ მოაწყვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მაღალია იმის ალბათობა, რომ პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტის სამიზნე იყო.
მათივე ცნობით, ავიაკატასტროფა ემთხვევა პუტინის "ხანგრძლივ ისტორიას, რომელიც ცდილობს გააჩუმოს მისი კრიტიკოსები".
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფისას დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 7 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,