|
2023-08-24 11:21:25, 1463 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - აღვნიშნავთ ჩვენი დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს, რომელიც თავისუფალი და ძლიერი ხალხის დღესასწაულია
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მილოცვას ავრცელებს. მისი თქმით, ბრძოლა, რომელსაც ახლა უკრაინელი ხალხი ახორციელებს, თითოეული მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან მისი მიზანი დამოუკიდებელი უკრაინაა. "დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს, უკრაინის დამოუკიდებლობას. ეს არის თავისუფალი ხალხის დღესასწაული, ძლიერი ხალხის დღესასწაული, ღირსეული ხალხის დღესასწაული, თანასწორების დღესასწაული, უკრაინელი კაცებისა და ქალების დღესასწაული. ეს თითოეული ჩვენგანისთვის დიდი ფასეულობაა და სწორედ ამისთვის ვიბრძვით და ამ ბრძოლაში ყველა მნიშვნელოვანია. ეს არის ბრძოლა, რომელიც მნიშვნელოვანია ყველასთვის, ეს არის ბრძოლა უკრაინის თავისუფლებისთვის. დიდ ომში პატარა საქმეები არ არსებობს. აქ არ არსებობს უმნიშვნელო და არ არსებობს არასაჭირო რამ და ეს ეხება როგორც ადამიანებს, ასევე საქმეებსა და სიტყვებს. როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის დამოუკიდებლობას, ყველას შეუძლია ამ ზეიმის ნაწილად იგრძნოს თავი. ყველას შეუძლია საკუთარ თავს ჰკითხოს: "სად ვდგავარ მე უკრაინის დამოუკიდებლობაში? რა გავაკეთე მე უკრაინის დამოუკიდებლობისთვის? რა დავუმატე მე უკრაინის დამოუკიდებლობას?". დღეს მე მინდა მივულოცო იმ ადამიანებს, ვინც უკრაინას დამოუკიდებლობას აძლევს. ესენი არიან მეომრები, რომლებიც ქვეყნის დასაცავად დადგნენ და მე მადლობას ვუხდი თითოეულ ჯარისკაცსა და მეზღვაურს, თითოეულ სერჟანტს, ოფიცერსა და გენერალს, ასევე უკრაინელი ჯარისკაცის თითოეულ მამასა და დედას, ყველა ოჯახს, რომელმაც თავის შვილებს ჩაუნერგა უკრაინის სიყვარული და მზადყოფნა, რომ ნებისმიერ ფასად დაიცვას ის",- წერს ზელენსკი
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)