2023-08-22 19:06:41, 770 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში ხანძრის ზონაში 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს
საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც რამდენიმე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან, 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით დაღუპულები მიგრანტები არიან, რომელთა ცხედრებიც სოფელ ავანტასის სამხრეთით აღმოაჩინეს.
19-20 აგვისტოდან საბერძნეთის ტერიტორიაზე ათობით ხანძრის კერა გაჩნდა, რის გამოც ათასობით მაცხოვრებელია ევაკუირებული. ცეცხლი უახლოვდება ქალაქ ალექსანდროპოლისს, რის გამოც ქალაქის საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,