|
2023-08-22 08:21:02, 987 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერ დეკლარაციას ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დეკლარაციის თანახმად, ათენი აცხადებს, რომ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო, ტექნიკურ, თავდაცვით და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, გარდა ამისა, ომის დასრულების შემდეგ მის აღდგენაში წვლილის შეტანას. მხარეებმა ასევე განაცხადეს, რომ უკრაინის უსაფრთხოება „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური რეგიონის სტაბილურობისთვის“ და მხარი დაუჭირეს ნატო-უკრაინის საბჭოს როლს, როგორც კიევსა და ბრიუსელს შორის თანამშრომლობის გაფართოების პლატფორმას. „საბერძნეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს უკრაინის მიერ ნატო-ს წევრობის მიღებას, როდესაც ალიანსის წევრები შეთანხმდებიან და შესრულდება პირობები, როგორც ეს ნატო-ს ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაშია მითითებული“,- აღნიშნულია დეკლარაციაში. ცნობისთვის, გუშინ, 21 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში ჩავიდა.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)