|
2023-08-21 19:13:26, 1475 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის ელჩი დანიაში - დანიის მიერ უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების გადაცემა კონფლიქტის ესკალაციას იწვევს
დანიის მიერ უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების გადაცემა კონფლიქტის ესკალაციას იწვევს, - ამის შესახებ დანიაში რუსეთის ელჩმა განაცხადა. მისივე თქმით, დანიის მიერ მიღებული გადაწყვწტილება უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებისკენ უბიძგებს, რითაც მოსახლეობას წირავს. “დანიის მიერ უკრაინისთვის 19 ერთეული F-16 გამანადგურებლის გადაცემა კონფლიქტის ესკალაციას იწვევს. იმ მოსაზრების საფარქვეშ, რომ უკრაინამ თავად უნდა განსაზღვროს მშვიდობის პირობები, დანია თავისი საქმითა და სიტყვებით ცდილობს, უკრაინას სხვა გზა არ დაუტოვოს, გარდა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების გაგრძელებისა. ასეთი პოზიცია უკრაინას უბიძგებს უფსკრულისკენ და წირავს მის მოსახლეობას. დანიის გადაწყვეტილება F-16-ების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ სხვა ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს. რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკრაინაში სპეცოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება”, - ამბობს დანიაში რუსეთის ელჩი. შეგახსენებთ, დანია უკრაიანას F-16-ის ტიპის 19 ავიაგამანადგურებელს გადასცემს. როგორც დანიის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, შეთანხმების თანახმად უკრაინას ავიაგამანადგურებლების გამოყენება მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, თავდაცვის მიზნით აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)