06:45 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-21 16:50:25, 562 ნახვა

საზოგადოება
ახალციხის მუნიციპალიტეტში საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციით გათვალისწინებული მიდგომების დანერგვა დაიწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტში საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციით გათვალისწინებული მიდგომების დანერგვა დაიწყო,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის“ დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები და კონცეფციის ახალი მიდგომების დანერგვის ამოცანები მხარეებმა ახალციხის მუნიციპალიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

„მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებთან შეხვედრას მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტირინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) დირექტორი სოფო ახობაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი ესწრებოდნენ.

საძოვრების მდგრადი მართვის სისტემის დასანერგად, პირველ ეტაპზე, განხორციელდება საქართველოში არსებული საძოვრების ფართობის განსაზღვრა, დეგრადაციის ტენდენციის შეფასება და სათიბ-საძოვრების იდენტიფიცირება; ასევე, საძოვრების ზონირება სოფლის საძოვრებად, ზამთრის საძოვრებად, ახლო და შორეულ ზაფხულის საძოვრებად და ზონირების შესაბამისი რუკების შედგენა. ზონირების მიხედვით დადგინდება, თუ რომელი საძოვრები გადაეცემა სოფლის მაცხოვრებლებს საერთო სარგებლობის რეჟიმით და რომელი გაიცემა იჯარით.

ზემოაღნიშნულის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რამდენიმე ლოკაციაზე გადამოწმდა მიწის ის ნაკვეთები, რომლებთაც, ძველი მიწათსარგებლობის გეგმების მიხედვით, საძოვრის კატეგორია ჰქონდათ მინიჭებული; განხორციელდა მათი ადგილზე დათვალიერება და შეფასება სხვადასხვა მაჩვენებელზე.

საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტი საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და  მათი დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოსაყალიბებლად, ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავდა. ახალმა მიდგომებმა უნდა უზრუნველყოს საძოვრებზე მიწის დეგრადაციის პრევენცია და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics