09:18 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-21 15:42:54, 822 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - კელი დეგნანის განცხადება ელექტრონული კენჭისყრის რისკებზე აბსოლუტურად ზუსტია

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ელექტრონული კენჭისყრასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

გვარამიას თქმით, კელი დეგნანის განცხადება ელექტრონული კენჭისყრის რისკებზე აბსოლუტურად ზუსტია და აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" მიზანი არჩევნების გაყალბებაა.

"კელი დეგნანის განცხადება ელექტრონული კენჭისყრის რისკებზე აბსოლუტურად ზუსტია. მეტიც, ამ სისტემას ბევრად უფრო მძიმე რისკებიც ახლავს თან. ელექტრონულად ხმის მიცემას თუ რამე მიმართულებით ჩავატარებთ, ეს, პირველ რიგში, უნდა იყოს შესაძლებლობა ყველა ემიგრანტისთვის მისცეს ხმა მისთვის სასურველ პარტიას უსაფრთხო ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ის, რასაც დღეს გვთავაზობს ოცნება, აბსოლუტურად სხვა მიზანს ემსახურება - არჩევნების გაყალბებას.

დეტალურად სექტემბერში", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, კელი დეგნანის თქმით, "ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება. მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით ის როგორ მუშაობს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics