00:22 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 12:44:02, 357 ნახვა

საზოგადოება
მთავრობამ აჭარაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 3 მილიონ ლარზე მეტი გამოყო

საქართველოს მთავრობამ აჭარაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 3 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 223 014 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის, საცხოვრებელი სახლებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენითი სამუშაოების განსახორციელებლად.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოყოფილი თანხიდან 1 333 000 ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოხმარდება, 1 000 000 ლარი - ბათუმისთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებისთვის, 424 334 ლარი ქობულეთის,  465 680 ლარი კი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის არის გათვალისწინებული.

„გასულ წელს აჭარაში ხშირი იყო სტიქიური მოვლენები. ჭარბი ატმოსფერული ნალექის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა რეგიონის ინფრასტრუქტურას. სტიქიური მოვლენებისგან მიყენებული ზარალის საერთო თანხამ დაახლოებით 3 500 000 ლარი შეადგინა. აქედან 261 800 ლარი გამოიყო აჭარის არ სარეზერვო ფონდიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 402 ოჯახის ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურებისთვის და დაზიანებული ობიექტების სარეაბილიტაციოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად. ხოლო 3 223 014 ლარის გამოყოფა ეთხოვა საქართველოს მთავრობას“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics