01:24 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-21 12:26:34, 894 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერმა სოფელ წელათისა და მთა ჩირუხის ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა

შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, სოფელ წელათისა და მთა ჩირუხის ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ წელათის ცენტრის კეთილმოწყობაზე.

„მიმდებარე ტერიტორია შემოისაზღვრა ლითონის კონსტრუქციით. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ადმინისტრაციულ სახლს. მოეწყო წყლის კუთხე, გარე განათება და ბილიკი. დაგეგმილია ასვე, ბეტონის საფარის დაგება. პროექტის საერთო ღირებულება 146 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს, შპს „მეგა+“ აწარმოებს. დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასევე ჩირუხის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია. დაიდგმება ახალი ფანჩატურები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ შენობას, მოეწყობა კულტურული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი სცენა, გარე განათებები, სველი წერტილები და სპორტული მოედანი. პროექტის ღირებულება 259 000 ლარია. სამუშაოებს შპს „გორა+“ აწარმოებს.

სამუშაოების მიმდინარეობას, ომარ ტაკიძესთან ერთად, მერის პირველი მოადგილე, მირიან აბაშიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ“,- აღნიშნულია შუახევის მერიია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics