|
2023-08-21 10:03:55, 1354 ნახვა
ომი უკრაინაში
დანიის პრემიერი - დანია უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე 19 თვითმფრინავს გადასცემს
დანია უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე 19 თვითმფრინავს გადასცემს. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ფრედერიქსენის თქმით, ომის დაწყებიდან დანია უკრაინის გვერდით იყო. "თქვენ და თქვენმა თანამემამულეებმა დაგვანახეთ თუ რა არის სიმამაცე. ამისთვის თქვენთან ვალში ვართ. ომის დაწყებიდან დანია იყო უკრაინის გვერდით, რადგან უკრაინის თავისუფლება - ჩვენი თავისუფლებაა. ჩვენ ასევე ვიცით, თუ რა გჭირდებათ თქვენ. ზუსტად ამიტომ, ვაცხადებთ, რომ უკრაინა 19 ერთეულ F-16-ს მიიღებს",- განაცხადა დანიის პრემიერმა. ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნიდერლანდებისგან F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების 42 ერთეულს მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)