|
2023-08-20 13:59:01, 2387 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულ ოფიცერთა ახალი თაობა შეემატა
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 104 წლისაა. აკადემიის დღესთან დაკავშირებით სამწყობრო მოედანზე ბაკალავრიატის მეცხრე და საკანდიდატო კურსის მეთვრამეტე გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. იუნკერებს და კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა. მან სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მნიშვნელობა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში ახალგაზრდა ოფიცრების როლი. კურსდამთავრებულებს აკადემიის დასრულება მიულოცა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. თავდაცვის მინისტრმა კურსდამთავრებულებს დიპლომები, ხოლო წარჩინებულებებს ცეცხლსასროლი იარაღი გადასცა. აკადემიის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით და უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა აკადემიის სამხედრო მოსამსახურეები. ნომინაციებში გამარჯვებულებმა კი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორისგან საპატიო სიგელები მიიღეს. კურსდამთავრებულები ეროვნული თავდაცვის აკადემიის კაპელანმა, დეკანოზმა დავით კასრაძემ დალოცა. წელს ბაკალავრიატი 67 იუნკერმა, ხოლო უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსი 54 მსმენელმა დაასრულა. კურსდამთავრებულ იუნკერებს, ლეიტენანტის წოდებასთან ერთად, ასევე მიენიჭათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სპეციალობაში. ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებმა, რომლებიც კურსზე ჩაბარებამდე უკვე ფლობდნენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, მიიღეს ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლება, გაიარეს სამთო მომზადების საბაზისო კურსი და იმყოფებოდნენ სტაჟირებაზე საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში. საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია 1918 წლიდან, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იწყება. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დღის წესრიგში დადგა ოფიცერთა ეროვნული კადრების მომზადების საკითხი. „იუნკერთა სამხედრო სკოლამ“ ფუნქციონირება დაიწყო 1919 წლის 20 აგვისტოს. სწორედ ეს თარიღი განისაზღვრა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღედ. დღეს ეროვნული თავდაცვის აკადემია ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სამხედრო დაწესებულებაა, რომელიც თანამედროვე მეთოდებით, თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)