|
2023-08-19 14:37:43, 1602 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი ჩერნიგოვის დაბომბვაზე - რუსეთმა ჩვეულებრივი შაბათი ტკივილისა და დანაკარგის დღედ აქცია
ეს არის რა მეზობლობა ტერორისტულ სახელმწიფოსთან, ეს არის ის, რის წინააღმდეგაც ჩვენ ვაერთიანებთ მთელ მსოფლიოს,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ ჩერნიგოვის დაბომბვას. ზელენსკის თქმით, რუსეთმა ჩვეულებრივი შაბათი ტკივილისა და დანაკარგის დღედ აქცია. "ეს არის რა მეზობლობა ტერორისტულ სახელმწიფოსთან, ეს არის ის, რის წინააღმდეგაც ჩვენ ვაერთიანებთ მთელ მსოფლიოს. რუსული რაკეტა მოხვდა ქალაქის ცენტრში, ჩვენს ჩერნიგოვში. მოედანი, პოლიტექნიკური, თეატრი. ჩვეულებრივი შაბათი, რომელიც რუსეთმა ტკივილისა და დანაკარგის დღედ აქცია. არიან დაღუპულები და დაჭრილები. მოდით, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ მსოფლიოს კონსოლიდაციისთვის რუსული ტერორის წინააღმდეგ. კიდევ უფრო მეტი მივცეთ ჩვენს სახელმწიფოს სიცოცხლის დასაცავად. რუსეთმა უნდა წააგოს ეს ომი, რათა სიცოცხლემ გაიმარჯვოს",- წერს ზელენსკი. ცნობისთვის, დღეს, 19 გვისტოს რუსმა ოკუპანტება ჩერნიგოვის რეგიონზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 42 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)