08:15 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-19 11:04:53, 620 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხელშეკრულებები 3 დაცული ტერიტორიის: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების და მაჭახელას ეროვნული პარკის საოპერაციო ხარჯების დაფინანსებას ითვალისწინებს.

„საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში, კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) უზრუნველყოფს აღნიშნულ 3 დაცულ ტერიტორიაზე პატრულირების გასაუმჯობესებლად სხვადასხვა ინვენტარისა და აღჭურვილობის შეძენას, თანამშრომელთა ხელფასზე დანამატების გაცემას, ავტოპარკის განახლებას და სხვა.

ხელშეკრულებებს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა, ელიზაბეტ მესუდმა მოაწერეს“,- აღნიშNულია ინფორმაციაში.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს კავკასიის ბუნების ფონდთან. ფონდს (CNF) მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე, ჩვენი თანამშრომლების წახალისებასა და მათი მოტივაციის ამაღლებაში. მოხარული ვართ, რომ კიდევ 3 საგრანტო ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

აღსანიშნავია, რომ კავკასის ბუნების ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ყველა ადმინისტრაციის თანამშრომლები უზრუნველყოფილი არიან სახელფასო დანამატებითა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევით. ასევე, მნიშვნელოვანია კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) წვლილი რეინჯერების საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფაში.

„ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიებისთვის დღეს პირველად გავაფორმეთ საგრანტო ხელშეკრულება, რითაც გაიზარდა კავკასის ბუნების ფონდის (CNF) სამიზნე დაცული ტერიტორიების არეალი, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა ჩვენი წარმატებული, უწყვეტი თანამშრომლობის. იმედი მაქვს, მომავალშიც, ერთობლივი ძალებით, კვლავ მოგვეცემა არაერთი სასარგებლო პროექტის განხორციელების შესაძლებლობა", - აღნიშნა კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა, ელიზაბეტ მესუდმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics