|
2023-08-18 19:34:01, 1501 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - უკრაინის ბოლო შეტევებმა მნიშვნელოვნად შეასუსტა რუსული ძალების პოზიციები
უკრაინის ბოლო შეტევებმა მნიშვნელოვნად შეასუსტა რუსული ძალების პოზიციები. ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) აცხადებს. მათივე თქმით, რუსულმა ძალებმა სამხედრო პერსონალის მობილიზება განახორციელეს რობოტინოსა და უროჟაინის შესანარჩუნებლად, "თუმცა უკრაინის ბოლო წარმატებები ამ რაიონებში რუსული თავდაცვის დეგრადაციის მაჩვენებელია". "რუსულმა ძალებმა დიდი ძალისხმევა და რესურსი ჩადეს, ამასთან სამხედრო პერსონალის მობილიზება განახორციელეს რობოტინოსა და უროჟაინის შესანარჩუნებლად, თუმცა უკრაინის ბოლო წარმატებები ამ რაიონებში რუსული თავდაცვის დეგრადაციის მაჩვენებელია. რუსულ ძალებს არ გააჩნიათ მნიშვნელოვანი ოპერატიული რეზერვები. ამასთან, სხვა რეგიონებიდან რუსული ძალების გადანაწილება მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის ბოლო შეტევებმა მნიშვნელოვნად შეასუსტა რუსული ძალების პოზიციები", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)