|
2023-08-18 17:51:32, 1468 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ყველა, ვინც ანადგურებს ოკუპანტებს, გვაახლოებს მთავარ მიზანთან - გამარჯვებასთან
ვამაყობ ჩვენი ყველა დამცველით! ყველა, ვინც ანადგურებს ოკუპანტებს, გადაარჩენს უკრაინელებს და გვაახლოებს ჩვენს მთავარ მიზანთან - გამარჯვებასთან, ამ ომში თავისუფლებისა და მთელი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ უკრაინელ მეომრებსა და სამხედრო ჰოსპიტალის მედიკოსებს ფრონტზე გაწეული თავდადებისა და თითოეული გაადარჩენილი სიცოცხლისთვის მადლობა გადაუხადა. ''ვამაყობ ჩვენი ყველა დამცველით! ყველა, ვინც ანადგურებს ოკუპანტებს, გადაარჩენს უკრაინელებს და გვაახლოებს ჩვენს მთავარ მიზანთან - გამარჯვებასთან, ამ ომში თავისუფლებისა და მთელი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის. ჩემთვის დიდი პატივი იყო ზაპოროჟიეს რეგიონში მოგზაურობის დროს ჩვენს მეომრებთან შეხვედრა. 46-ე ცალკეული საავიაციო ბრიგადა მტერს ხერსონისა და ბახმუტის მიმართულებით ანადგურებდა და ახლა ორეხოვის მიმართულებით ეფექტურად იბრძვიან! ორეხოვის მიმართულებით მძიმედ იბრძვიან 117-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მეომერებიც. მადლობა, მეომრებო! სკალას თავდასხმის ბატალიონმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ იზიუმის გათავისუფლებაში. ხარკოვის ოლქის დეოკუპაციის შემდეგ ბატალიონმა ბახმუტის სექტორში ოკუპანტების განადგურება განაგრძო. მადლობა ყოველი გადარჩენილი სიცოცხლისთვის!! დიდება ჩვენს მეომრებს! დიდება ძლიერ ხალხს!", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)