|
2023-08-18 12:10:33, 753 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში სამი საბავშვო ბაღი შენდება
ისნის რაიონს სამი საბავშვო ბაღი შეემატება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ამჟამად მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გოგი ჩიქოვანი რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად გაეცნენ. „N30 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, მომავალი წლიდან კი ახალი, 11-ჯგუფიანი საბავშვო ბაღი 350 აღსაზრდელს მიიღებს. შემოდგომაზე დასრულდება ვაზისუბნის დასახლებაში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე მშენებარე ბაღის პროექტიც, რის შემდეგაც ის შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება. 9-ჯგუფიანი ბაღის მშენებლობა დასასრულისკენ მიდის და რამდენიმე თვეში მისი ექსპლუატაციაში მიღება იგეგმება. კიდევ ერთი, N109 საბავშვო ბაღის ახალი შენობა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე შენდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. „ახალ სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით შევხვდებით, წლის ბოლომდე კი კიდევ რამდენიმე ბაღი შევა ექსპლუატაციაში. გარდა ამისა, ჩვენ დავიწყეთ N109 საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა. ეს საკმაოდ მასშტაბური პროექტია, რადგან ბაღი 20-ჯგუფიანი იქნება და 700 ბავშვს მოემსახურება. მისი გახსნა 2024 წლის ბოლომდე იგეგმება,“ - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა. მისივე თქმით, ახალი ბაღები აკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოების ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტანდარტს და ყველა პირობაა შექმნილი საგანმანათლებლო დაწესებულების სათანადო ფუნქციონირებისათვის.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)