|
2023-08-17 19:25:38, 646 ნახვა
საზოგადოება
რიჟვაძე - მიზანმიმართული კამპანია ზღვის ხარისხთან დაკავშირებით, რომელიც ტურისტული სეზონის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, წარუმატებელი გამოდგა
თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო ტურისტული სეზონის მზარდი დინამიკა და მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ბათუმში გამართვის საორგანიზაციო საკითხები სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზღვის წყლის ხარისხთან დაკავშირებით "განხორციელებული მიზანმიმართული კამპანიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა რომ ტურისტული სეზონის დისკრედიტაციის მცდელობის მიუხედავად ყველა პარამეტრით ზრდა ფიქსირდება". ,,საზღვაო სეზონის დასაწყისიდან ვხედავთ პრაქტიკულად მიზანმიმართულ კამპანიას პოლიტიკურად ანგაჟირებული ძალებისგან, რომელთა მთავარი მიზანია მაქსიმალური დისკრედიტაცია მოახდინონ საზღვაო ტურისტული სეზონის. მიზანმიმართული კამპანია გახლდათ შავი ზღვის ხარისხთან დაკავშირებით, რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 10 დღეში ერთხელ ხდება შავი ზღვის წყლის გადამოწმება და დღემდე არსებული ყველა მონაცემებით წყალი არის შესაბამისობაში ყველა არსებულ მოთხოვნასთან, შესაბამისად არის უსაფრთხო" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სტატისტიკის თანახმად შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის 2 კვარტლის მონაცემით +56.6 %-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +24%-ით. 2023 წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა 414 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +17.3 % -ით. 2023 წლის 7 თვის მონაცემით განხორციელდა 1 436 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +9.7%-ით.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)