|
2023-08-17 12:20:18, 780 ნახვა
საზოგადოება
შსს - აპრილ-ივნისში საზღვარი ყველაზე მეტჯერ რუსეთიდან გადმოკვეთეს
მიმდინარე წლის მე-2 კვარტლის (აპრილი-ივნისი) მონაცემების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის 4 918 036 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 30%-ის შემთხვევაში საზღვარი საქართველოს, ხოლო 70%-ის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გადაკვეთეს. აღნიშნულ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ რუსეთის ფედერაციიდან გადმოიკვეთა. რუსეთიდან ქვეყანაში შემოსვლა 443 624-ჯერ დაფიქსირდა, გასვლა კი 427 443-ჯერ. შემომსვლელთა რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზეა თურქეთი, შემდეგი ხუთეული კი ასე გამოიყურება: სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა. შსს-ს ცნობით, აპრილ-ივნისში, საქართველოში შემოვიდა 1 754 992 უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხოლო გავიდა 1 683 567. ამავე სტატისტიკის თანახმად, საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან გადაიკვეთა - სულ 811 031 შემთხვევა ფიქსირდება. მეორე ადგილზეა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც 445 616 შემთხვევაა აღრიცხული.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)