|
2023-08-16 19:31:52, 1078 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე The Killers-ზე - როცა ვხედავთ ასეთ აღელვებას, აქ არის ხელოვნურობის ძალიან სერიოზული ნიშნები
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე The Killers-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. როგორც კობახიძე აღნიშნავს, წარსული შემთხვევები აძლევს რწმენას თქვას, რომ ხშირად მსგავსი აღელვება ხელოვნურია. "არ ვიცი, ის იყო, როგორც ჩანს, ერთ-ერთი მაყურებელი და ის ერთ-ერთმა ჯგუფის წევრმა მოიხმო სცენაზე. არ ვიცი, აქ რა შეიძლება, გაკეთდეს. უბრალოდ, მე მინდა, შეგახსენოთ ერთი რამ - იყო ასეთი შემთხვევა, ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ნაცმოძრაობის, ვითომ მთავარი ანტი-რუსული პარტიის მთავარ თავყრილობაზე, თავისუფლების მოედანზე რუსულ ენაზე შესრულდა თბილისო და მაშინ არავინ არ აღელვებულა, არცერთი ადამიანი. ვითომ მთავარი ანტი-რუსული პარტია და არცერთი ადამიანი არ აღელვებულა და დღეს, როცა ვხედავთ ასეთ აღელვებას, რა თქმა უნდა, აქ არის ხელოვნურების ძალიან სერიოზული ნიშნები. თქვენ იცით, რომ ელენე ხოშტარია, პრაქტიკულად ყოველთვიურ რეჟიმში იღებს მთლიანობაში მილიონობით რუსულ რუბლს რუსეთის ბიუჯეტიდან, ამაზეც არავინ არ ღელავს, ეს მეორე ფაქტი. გიორგი ვაშაძე აქირავებს რუს მდგმურზე თავის ბინას, აქირავებდა/აქირავებს, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, აქირავებდა, მინიმუმ. ამაზეც არავინ ღელავს. ამიტომ, მე მგონია, მაქვს უფლება მჯეროდეს, რომ ასეთი აღელვებები უმეტეს შემთხვევაში, არის ხელოვნური, რა თქმა უნდა, იქ ბევრი ადამიანი გულწრფელად შეიძლება აღელდა, ბუნებრივია, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20% და მე რა თქმა უნდა, პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვისაც გულწრფელი აღელვება ჰქონდათ, მაგრამ მე მგონია, რომ ხშირ შემთხვევაში, ასეთი აღელვება არის ხელოვნური და ამ რწმენას მაძლევს წარსული შემთხვევები", - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, გუშინ Black Sea Arena-ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა დარბაზიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)