|
2023-08-16 19:13:55, 1152 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე შოვზე - სხვაგვარი მუშაობის პირობებშიც, ვერც ერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა
პროცესები წარიმართა ეფექტიანად, რაიმე სხვა სცენარი რომ წარმოიდგინოთ, სხვაგვარი მუშაობის პირობებშიც ვერც ერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა, - ამის შესახებ განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც შოვის სტიქიის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებულ ზომებზე საუბრობდა. მისივე თქმით, სტიქიის ზონაში სამუშაოები არ შეჩერებულა და გრძელდებოდა მთელი პერიოდის განმავლობაში იმ საშუალებებით, რა საშუალებებიც იყო ხელმისაწვდომი სამაშველო სამსახურისთვის. "სამუშაოები არ შეჩერებულა. სამუშაოები გრძელდებოდა მთელი პერიოდის განმავლობაში იმ საშუალებებით, რა საშუალებებიც იყო ხელმისაწვდომი სამაშველო სამსახურისთვის... პროცესები წარიმართა ეფექტიანად, რაიმე სხვა სცენარი რომ წარმოიდგინოთ, სხვაგვარი მუშაობის პირობებშიც ვერც ერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა. ეს არის ის, რაზეც, ალბათ, პასუხისმგებლობა შეგვიძლია ავიღოთ", - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ამ დროის მონაცემებით სტიქიის შედეგად 26 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან 23 იდენტიფიცირებულია, 7 მოქალაქის საძიებო სამუშაოები კი კვლავ მიმდინარეობს.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)