|
2023-08-16 15:00:45, 1057 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა - მთავრობის ხელშეწყობით, კიდევ 17 სტუდენტი გააგრძელებს სწავლას ევროპისა და ამერიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პროგრამა - "სწავლა საზღვარგარეთ" კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდა. აჭარის მთავრობის ცნობით, პროგრამა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2014 წლიდან ხორციელდება. "სწავლა საზღვარგარეთ" პროგრამის მიზანია, ნიჭიერი კადრების აკადემიური და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. გამარჯვებული სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გაერთიანებული სამეფოს, ლიეტუვას, ფინეთის, ესპანეთის, ესტონეთის და ჩეხეთის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორიცაა - კემბრიჯის უნივერსიტეტი, ლონდონის გოლდსმიტის უნივერსიტეტი, გლაზგოს კალედონიის უნივერსიტეტი, დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, თორნიკე რიჟვაძემ გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და ხარისხიანი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. აჭარის მთავრობის მეთაურის ინიციატივით შეიქმნება კურსდამთავრებულთა კლუბი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს პროგრამის მონაწილე ახალგაზრდების თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. 2023 წელს „სწავლა საზღვარგარეთ" პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობდა 33 კონკურსანტი, რომელთაგან გამოვლინდა 17 გამარჯვებული. 2023 წელს პროგრამის ბიუჯეტი და სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია",- ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)