|
2023-08-16 12:35:28, 774 ნახვა
საზოგადოება
ყიფშიძის N2-4-ის მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცე კეთილმოეწყო
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ყიფშიძის N2-4-ში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაოების შედეგად, რეკრეაციული სივრცე 3 500 კვ.მ ფართობზე განახლდა. "დასრულებულ სამუშაოებს საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე და რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონა ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი, განათებისა და სარწყავი სისტემები. სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სივრცეში განახლდა სპორტული მოედანი და მოეწყო ფიტნეს ზონა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე განთავსდა ძაღლების სასეირნო სივრცე, დაირგო ხე-მცენარეები და დაიგო ბალახი. რეკრეაციული სივრცისა და სპორტული მოედნის პროექტის ღირებულება 510 000 ლარს შეადგენს. საკრებულოს თავმჯდომარესა და ვაკის რაიონის გამგებელთან ერთად, ადგილზე პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდა",- ნათქვამია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)