|
2023-08-16 09:49:42, 914 ნახვა
საზოგადოება
The Killers-მა და „ბლექ სი არენამ“ კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს
„ბლექ სი არენა“ და ჯგუფი The Killers კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. როგორც „ბლექ სი არენას“ განცხადებაშია აღნიშნული, არტისტის მოქმედება სცენაზე მათ პოზიციას არ წარმოადგენს. „გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია“,- ნათქვამია „ბლექ სი არენას“ განცხადებაში. რაც შეეხება The Killers-ის განცხადებას, ჯგუფი ქართველ მსმენელს მომხდარის გამო ბოდიშს უხდის. „კეთილო ქართველო ხალხო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა! ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ტრადიცია, ამოვიპატიჟოთ სცენაზე მსმენელი დრამზე დასაკვრელად და სცენიდან ჩანდა, რომ ხალხი დადებითად იყო განწყობილი იმის მიმართ, რომ სცენაზე ერთ-ერთი მაყურებელი ამოვიდა და ჩვენთან ერთად გამოვიდა სცენაზე. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომელიც მიზნად ისახავს, რომ The Killers-ის მსმენელები და გულშემატკივრები არიან დები და ძმები, შეიძლება, არასწორად იყოს გაგებული. ჩვენ არ გვინდოდა ვინმეს გაღიზიანება და ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვდგავართ თქვენთან და ვიმედოვნებთ, რომ მალე კიდევ დავბრუნდებით“,- აღნიშნულია The Killers-ის განცხადებაში. ცნობისთვის, "ბლექ სი არენაზე" მიმდინარე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც მსმენელის პროტესტი მოჰყვა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)