10:59 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-15 14:10:27, 867 ნახვა

საზოგადოება
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ქალთა გაძლიერებისთვის
  • „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“, რომლისთვისაც ქალების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, გოგოების სამეწარმეო ბანაკის აქტივობებში ჩაერთო
  • სოფელ კაცხში გამართული შეხვედრის ფარგლებში გათამაშება გაიმართა. ორმა მონაწილემ ექსკავატორ-დამტვირთველის  ოპერატორის მოსამზადებელი ტრენინგისთვის დაფინანსება მიიღო. გოგოები ცოდნას „თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე გაიღრმავებენ

გოგოების სამეწარმეო ბანაკი, ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით, წელს უკვე მესამედ მოეწყო. პროექტი ქალთა სამეწარმეო გაძლიერებას ისახავს მიზნად. მასში აქტიურად იყვნენ ჩართული გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი ორგანიზაციები და კომპანიები, მათ შორის - „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ და ასევე „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი „თეგეტა აკადემია“.

კომპანიის წარმომადგენლებმა ბანაკის მონაწილე გოგოებთან გენდერის მიმართულებით არსებულ სტერეოტიპებზე ისაუბრეს - კერძოდ, რა გავლენას ახდენს საზოგადოებაში დამკვიდრებული სხვადასხვა სტიგმა გოგოების ცხოვრებაზე, მათ მომავალსა და  პროფესიულ არჩევანზე. ტრენინგი ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა. გამოიკვეთა ის პროფესიები, რომელთა მიმართაც გოგოების ინტერესი მაღალია და ასევე ყურადღება გამახვილდა იმ უნარებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ადამიანებს პროფესიული წინსვლისთვის სჭირდებათ, თავიანთი გენდერული იდენტობის მიუხედავად.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ტოიოტა ცენტრი თეგეტასა“ და „თეგეტა აკადემიის“ წარმომადგენლები ჭიათურაში, მულტიფუნქციურ ცენტრში სამეწარმეო ბანაკის მონაწილე გოგოებს შევხვდით. მოვუყევით მათ ჩვენი კომპანიის, მისი განვითარების შესახებ; ვუამბეთ, რა პროექტები გვაქვს ქალების გაძლიერების კუთხით, გავუზიარეთ პირადი მაგალითები; ვისაუბრეთ იმაზე, რომ პროფესიას არ აქვს სქესი და ადამიანმა საქმიანობის სფერო უნდა აირჩიოს არა სტერეოტიპულად დიფერენცირებული გენდერული კუთვნილების მიხედვით, არამედ საკუთარი სურვილებისა და ინტერესების შესაბამისად. პირადად მე გოგოებს ჩემი პირადი მაგალითი და გამოცდილება გავუზიარე. ვესაუბრე, რა გზა გავიარე საავტომობილო სფეროში, რა გამოწვევები შემხვდა და რამდენად რთული იყო მათთან გამკლავება. საინტერესო გახლდათ მათი პოზიციის მოსმენა, გავცვალეთ იდეები ქალთა გაძლიერებისა და ხელშეწყობის შესახებ“.

ტრენინგის  დასასრულს გათამაშების შედეგად შერჩეულ ორ მონაწილეს „თეგეტა აკადემიამ“ ექსკავატორ-დამტვირთველის  ოპერატორის მოსამზადებელი ტრენინგი დაუფინანსა. სწავლის პროცესი სრულად „თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე წარიმართება.

გოგოების სამეწარმეო ბანაკის მოწყობის მთავარი იდეაა, ხელი შეუწყოს გოგოებსა და ქალებს უპირობოდ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, თავად განსაზღვრონ თავიანთი მომავალი და პირადი ინტერესის გათვალისწინებით აირჩიონ პროფესია.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ორგანიზაცია „გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ (WEPs) ხელმომწერი 2022 წელს გახდა. ამ გადაწყვეტილებით კომპანიამ დაადასტურა მზაობა, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ძალადობის მსხვერპლი  ქალების სოციალური რეინტეგრაციის პროცესში, იზრუნოს ქალთა მხარდაჭერაზე და სამუშაო სივრცეში ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანაბარ დაცვაზე.

---

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics