|
2023-08-15 12:52:33, 667 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სტიქიის ზონაში ძებნა-შველის სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ
საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, სადაც სამუშაოებში მაშველებთან ერთად, მე-3 ქვეითი ბრიგადისა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონია ჩართული, მე-3 ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა სასტუმრო "სანსეტ შოვის” ტერიტორიაზე მიწის მასისგან გათავისუფლებისა და საძიებო სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაოები სპეცტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. უწყების ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, რეზერვისტები და მაშველები კი, შოვიდან ამბროლაურის მიმართულებით მდინარეების, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტების მონიტორინგს ახორციელებენ. მდინარის მონიტორინგის სამუშაოები ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდას უწყობს ხელს.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)