13:36 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-11 18:56:39, 845 ნახვა

საზოგადოება
„თიბისისთან“ პარტნიორობით ქართული რაგბი მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადისს იწყებს

"თიბისის" მხარდაჭერით, საქართველოს რაგბის ნაკრები საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადისს იწყებს. პირველი ტესტ-მატჩი რუმინეთთან შაბათს, 12 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. აგვისტოს განმავლობაში სამზადისი სხვადასხვა ფორმატით გაგრძელდება და "თიბისი" მთელი ამ პროცესის განმავლობაში, სამზადისიდან ჩემპიონატამდე, რაგბის მთავარი მხარდამჭერი და გულშემატკივარია.  

ქართული რაგბისა და "თიბისის" სტრატეგიული თანამშრომლობა უკვე 8 წელია გრძელდება. მრავალწლიანი პარტნიორობა არაერთ წარმატებას ითვლის და მიზნად ისახავს ქართული რაგბის განვითარებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატების და ფესტივალების ხელშეწყობას. ამჯერად, ქართული რაგბი მსოფლიო ასპარეზზე გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძვის, რისთვისაც მთელი საქართველო ემზადება.  

მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე გაიმართება, გლობალურ ასპარეზზე გამარჯვების მოპოვებას კი თითოეული ქართველი მოუთმენლად ელის. ამ გამარჯვებას ქართული რაგბისთვის და ზოგადად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეროვნული დატვირთვა აქვს. სწორედ ამიტომ, "თიბისი", საქართველოსთან ერთად, გაერთიანებული ძალებით გულშემატკივრობს ნაკრებს.  

„ "თიბისის" და რაგბის მრავალწლიანი მეგობრობის მანძილზე ერთად შევძელით, ქართული რაგბი გვექცია უდიდესი წარმატების მაგალითად და საქართველოს სახელი მსოფლიო ასპარეზზე გაგვეტანა. Გამარჯვების საერთო მიზნის გარშემო მთელი საქართველო გავერთიანდით. "თიბისის" კამპანია „ერთად გავიმარჯვებთ“ სწორედ ამ ერთიანობის გამოძახილია და გვჯერა, რომ თუ ერთად მოვემზადებით, ერთად ვიბრძოლებთ და ერთად ვუგულშემატკივრებთ, მაშინ აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ.“ - მაკუნა თავბერიძე, "თიბისი" ბრენდის გამოცდილების, მარკეტინგის და დიზაინის დირექტორი. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საკონსტიტუციომ დააკმაყოფილა ომბუდსმენის სარჩელი იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე
ენმ: ვიცით ის პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ ხაბეიშვილის წამებაში
კუპრაძე - ახალი კონტრაქტით, ოცნება აპირებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და გეგმას გადახედოს
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics