|
2023-08-11 11:25:29, 963 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ განათლების პროგრამის პირველი ნაკადის შეჯამება
"თიბისი" ტექნოლოგიური განათლების პროგრამა, პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, სექტემბრიდან, ახალი სტარტისთვის ემზადება. ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება დღეს უამრავ ახალ პროფესიას აჩენს. შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მიღწევის საწინდარია. სწორედ ამიტომ, "თიბისი", მთელი საქართველოს მასშტაბით, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ, სრულად დაფინანსებულ, საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს. "თიბისის" ტექნოლოგიური განათლების კურსები მაისში დაიწყო და 1000-ზე მეტი რეგისტრირებულიდან 600 ახალგაზრდა შეირჩა. მოლაპარაკე პროგრამების, ვებგვერდების და კომპიუტერული თამაშების შექმნის, მოკლე და გრძელვადიანი, კურსები მოსწავლეებმა აგვისტოში ფინალური შემოქმედებითი, პროექტების წარდგენით დაასრულეს. „ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო მოსწავლეების ფინალური პრეზენტაციები. ამ პროექტებში, ერთი მხრივ ჩანდა ის გზა რომელიც მათ კურსების განმავლობაში გაიარეს, მეორე მხრივ კი მათი ინტერესები და ორიგინალური მიდგომები. ერთი შეხედვით, შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ტექნოლოგიები საუკეთესო ინსტრუმენტია ადამიანის შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად, საკუთარი ხედვისა და იდეების გასაზიარებლად. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი როდესაც მოსწავლეების ფინალურ პროექტებს გავეცანი“, - აცხადებს სანდრო ასათიანი, უნილაბის დირექტორი. აღნიშნული პროგრამების განხორციელებით, "თიბისის" მიზანია, ხარისხიანი საბაზისო ცოდნა მისცეს უფროსკლასელებს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის. „ჩვენი კურსები განსხვავებული ინტერესების მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს მათთვის საინტერესო მიმართულება შეარჩიონ. პროგრამებზე მიღებული ცოდნით მათ უკვე შეუძლიათ მარტივი პროგრამების შექმნა და პრაქტიკაში მუშაობა. ამ თვეების განმავლობაში გამოიკვეთა ის სურვილები და საჭიროებები, რაც ერთის მხრივ, ჩვენი ახალგაზრდებისთვისაა საინტერესო და მეორეს მხრივ, როგორც დღეს ასევე მომავალში, გარდაუვალი იქნება დასაქმების ბაზარზე. სწორედ ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ სექტემბრიდან უფრო მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი კურსები შევთავაზოთ უფროსკლასელებს“, - ამბობს ალექსანდრე მაყაშვილი, "თიბისის" სტრატეგიული პროექტების ლიდერი. "თიბისის" განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის, უნილაბის, ექსპლორიუმის, USAID-ისა და PH International-ის პარტნიორობით. პროგრამა სრულად ფინანსდება "თიბისის" მიერ. სექტემბრიდან," თიბისის" ტექნოლოგიური განათლების კურსებზე მიღება კვლავ განახლდება. შემოდგომიდან "თიბისი", მოსწავლეებს, არსებულთან ერთად ახალი მიმართულებების, უფრო მრავალფეროვან და მოცულობით კურსებს შესთავაზებს.
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)