10:18 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-10 15:40:17, 1176 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე - ეს არის პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა

ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა, რაც არ ეკადრება ამ მდგომარეობას,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას.

როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, შეკითხვებზე პასუხების მისაღებად, პარლამენტის წევრებს შეუძლიათ სადეპუტატო შეკითხვით ან ინტერპელაციის წესით ისარგებლონ.

"ეს არის მორიგი პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა ამ საგამოძიებო კომისიებით. პარლამენტის წევრებს აქვთ სხვადასხვა ინსტრუმენტები, იქნება ეს სადეპუტატო შეკითხვა თუ თუნდაც ინტერპელაცია. შეუძლიათ, ინტერპელაციით დაიბარონ მინისტრი და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები დასვან და მოისმინონ პასუხები. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდლობა, რაც არ ეკადრება ამ მდგომარეობას",- განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics