|
2023-08-10 11:09:10, 1391 ნახვა
სამართალი
„უფლებები საქართველო“ - მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დაზიანების საქმეზე, 12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა დაზარალებულად ცნეს
„უფლებები საქართველოს" ადვოკატების განცხადების საფუძველზე, თბილისის პროკურატურამ, 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გოგოს დედა დაზარალებულად ცნო. აღნიშნულ ინფორმაციას „უფლებები საქართველო" ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, „უფლებები საქართველოს" ადვოკატების მიმართვის საფუძველზე, დღეს, პროკურატურა დაზარალებულს გადასცემს მტკიცებულებების დაზიანების საქმეში არსებულ მასალებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, „უფლებები საქართველო" შემდგომი დეტალების გასაჯაროებისას იხელმძღვანელებს არასრულწლოვანისა და მისი ოჯახის საუკეთესო ინტერესებით. „უფლებები საქართველომ" ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყება 2023 წლის 5 ივლისს მოითხოვა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უნდა დადგინდეს, თუ რა გარემოებებში მოხდა საკვანძო მტკიცებულებების შემცველი დალუქული პაკეტის მთლიანობის დარღვევა, რამაც გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებზე მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევებისა და ნადებების წარმოქმნა გამოიწვია. ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანებას თბილისის პროკურატურა იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფო ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. „უფლებები საქართველო" 12 წლის გოგოს გარდაცვალებისა და მტკიცებულებების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს",- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ 16 მარტს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაახლოებით, 23:00 საათისთვის 12 წლის გოგონა დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, მიტოვებულ შენობებთან გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)