15:04 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-10 09:22:11, 926 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია - ტებენეს ხეობაში გეოლოგები იმყოფებოდნენ - სპეციალისტების განმარტებით, საფრთხის დონე დაბალია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ტებენეს ხეობაში, სადაც მეწყერის ჩამოწოლამ მდინარის გადინების შეწყვეტა და წყლის დაგუბება გამოიწვია, ვითარების გასაცნობად გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მზადდება ოფიციალური დასკვნა, იქამდე კი, სპეციალისტები განმარტავენ, რომ ამ დროისთვის საფრთხის დონე დაბალია.

"არსებულ ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ. 

გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის დამეწყრილი კალაპოტი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს, შეფასდა სიტუაცია. მზადდება ოფიციალური დასკვნა. სპეციალისტების განმარტებით, ამ დროისთვის საფრთხის დონე დაბალია.

მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია ადგილობრივმა მოსახლეობამ  8 აგვისტოს  გაავრცელა. მომხდარზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და პროცესში გარემოს ეროვნული სააგენტო ჩართო. სააგენტოს წარმომადგენლები ინფორმაციის გავრცელების მეორე დღესვე ავიდნენ ხეობაში",- ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის  სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ტებენეს ხეობაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 9 აგვისტოს გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics