08:10 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-09 17:05:32, 1097 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - თვალსაჩინო იყო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კობახიძის, მდინარაძის, გომელაურის ყალბი ციტატები - მიზანი მტრული განწყობის გამოწვევა იყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა "ცხრა ყალბ ნარატივზე", რომელიც მისი თქმით, სოციალურ ქსელში ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ვრცელდებოდა. 

როგორც მან აღნიშნა, "უპრეცედენტო მასშტაბის დეზინფორმაციული შტურმს" არ გამოეხმაურებიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც "სწორედ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროექტებს ახორციელებენ".

"განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ამ პერიოდში სოციალურ ქსელში ორკესტრირებულად გამოქვეყნებული და გაზიარებული ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ვახტანგ გომელაურის ყალბი ციტატები, რომლის მიზანი მათ მიმართ მკითხველებში მტრული განწყობის გამოწვევა იყო.

აღსანიშნავია, რომ არც ერთს  ამ ყალბ ციტატას არ გამოეხმაურა ე.წ ფაქტების შემოწმების პროექტები იქნება ეს „ფექტჩეკი“ თუ „მითების დეტექტორი“ და მხოლოდ მას შემდეგ,  რაც ჩვენი მხრიდან მოხდა ამის მხილება , მას შემდეგ მხოლოდ , მათ საკუთარ ვებ-გვერდზე ამხილეს ეს ყალბი ციტატები. 
აღსანიშნავია, რომ უპრეცედენტო მასშტაბის დეზინფორმაციული შტურმს არ გამოეხმაურნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სწორედ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროექტებს ახორციელებენ. პირიქით, დეზინფორმაციის მხილების საპასუხოდ სწორედ იმ ენჯეოებმა, რომლებსაც ეს დეზინფორმაცია უნდა ემხილათ, მამხილებლების წინააღმდეგ მადისკრედიტებელი კამპანია დაიწყეს და ისინი თავდასხმაში დაადანაშაულეს. მე არაერთხელ მისაუბრია იმ ღირებულებით კრიზისზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილში არსებობს, რომელიც არა საზოგადოებრივი ინტერესების მსახურებას, არამედ კორპორატივისტული მიზნების დაცვას გულისხმობს. ამ დღეებში ქართულმა საზოგადოებამ ეს კრიზისის სრული მასშტაბით იხილა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics