07:55 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-09 16:37:53, 829 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - სატელიტური ფოტოები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეფასებებს, რომელიც მოყვანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ შოვში განვითარებული სტიქიის წარმოქმნის  გამომწვევი მიზეზების დამადასტურებელ დამატებით მასალებზე ისაუბრა.

ოთარ შამუგამიამ კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოხატა იმ მძიმე ტრაგედიასთან დაკავშირებით,  რომელიც 3 აგვისტოს შოვში განვითარდა.

"ბუნებრივია, საზოგადოებაში არის   მაღალი ინტერესი  სტიქიის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. რამდენიმე დღის წინ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებას გააცნო პირველადი დასკვნა სტიქიის მიზეზებთან და მასშტაბებთან დაკავშირებით.  დასკვნაში ასახულია თუ, სავარაუდოდ, რა  დროში განვითარდა მოვლენები. სპეციალისტები კვლავ ინტენსიურად აგრძელებენ  მუშაობას დამატებით დეტალებზე.

ორი დღის წინ, მივიღეთ  მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები, რომელიც ადასტურებს  იმ შეფასებებს, რომელიც  მოყვანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს  პირველად დასკვნაში.  კერძოდ, ჩვენ გვაქვს ფოტო, რომელიც გადაღებულია 3 აგვისტოს, სტიქიის განვითარებამდე გარკვეული პერიოდით ადრე, სადაც  ნათლად ჩანს, რომ  რაიმე ტიპის  ცვლილებას ადგილი არ აქვს.   ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვისმენდით, თითქოს, ადგილი ჰქონდა წყლის დაგროვებას, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და რასაც აღნიშნული ფოტო კიდევ ერთხელ ადასტურებს. რაც შეეხება მეორე ფოტოს, რომელიც უკვე სტიქიის შემდგომ არის გადაღებული, დასტურდება თუ როგორ განვითარდა პროცესები, რომ სტიქია დაიწყო  კლდეზვავის ჩამოშლით  და შემდგომ, უკვე  მყინვარის მოწყვეტით. საკმაოდ დიდ ფართობზეა საუბარი,  რასაც მოჰყვა შემდგომი პროცესები. ფოტოებთან დაკავშირებით დეტალებს და ანალიზს, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დღესვე წარვუდგენთ საზოგადოებას“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics