|
2023-08-09 16:17:42, 801 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობას განაგრძობენ
საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულები შოვში მიმდინარე სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დღეს სამხედროები მეექვსე ლოკაციაზე, კერძოდ, კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაწილდნენ, სადაც თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის მაშველებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობენ. "სამძებრო პროცესში თავდაცვის ძალები შსს-ს შესაბამისი სამსახურების მხარდამჭერ ფუნქციას ასრულებს. სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, თავდაცვის ძალების მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა, ასევე მეტალო-დეტექტორები, რაც აიოლებს მეწყრულ მასაში მოყოლილი ტექნიკის ლოკაციების დადგენას. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)