09:02 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-08 16:41:48, 690 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტო - საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მომატება ბუნებაში ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს

საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მომატება ბუნებაში, განსაკუთრებით, ტყეებში, ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

დაცული ტერიტორიების სააგენტო მოქალაქეებს აძლევს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც მათ ბუნებაში ყოფნის პერიოდში უნდა გაითვალისწინონ.

"გახსოვდეთ, კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ ბუნებრივი კატასტროფების რისკი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამ ფონზე, ადამიანების დაუდევრობა კიდევ უფრო სავალალო შედეგების მომტანი ხდება.

დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ !!!

ბუნებაში გასვლისას გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება:

  • არ დაანთოთ კოცონი სპეციალურად გამოყოფილი ადგილების (საცეცხლურები) გარდა
  • ტერიტორიის დატოვებამდე დარწმუნდით, რომ ცეცხლი ჩამქვრალია
  • არ გადააგდოთ სიგარეტის ნამწვი
  • არ დააბინძუროთ ბუნება, განსაკუთრებით, თუნუქისა და მინის ქილებით.

გაუფრთხილდით გარემოს!", - ნათქვამია ინფორმაციში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics